www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2019-05-30
მოსახლეობას პროგრამა „დანერგე მომავალი“ გააცნეს
►საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
► მორიგი შეხვედრა ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა
►მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროგრამაში - „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში შესულ ცვლილებებზე
► ქვეკომპონენტი ითვალისწინებდა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას, 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. 
►განაცხადების მიღება განახლდება 2019 წლის 1 ივნისს და გაგრძელდება ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
► ვრცლად იხილეთ(http://apma.ge/projects/read/plant_future/71:child)
 
2019-05-30
ზემო ქვალონში ბეტონის საფარი იგება

ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან 1 მილიონ 425 ათას ლარამდე დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

2019-05-30
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში - ,,შენ გაგიმარჯოს, სამშობლოს ხვალინდელი დღის ღიმილო!“ გაიმართა.

ვიქტორინაში სკოლის მეექვსე კლასელი მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამი გუნდი - „პრაიდი“, „იაგუნდი“,  და „ალბატროსი“ მონაწილეობდა.  გუნდებმა 12-12 კითხვას უპასუხეს.

10 ქულით  ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული „ალბატროსი“ გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად წიგნები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.

ღონისძიება ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის და საერო სკოლა „არეას“ ორგანიზებით განხორციელდა.

facebook