www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2019-06-05
განცხადება სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით

2019 წლის 18 ივნისი, 12:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელ  ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში სკოპინგგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართება.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 19 ივნისამდე. მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge