www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2019-06-18
ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, უკვე მეხუთედ განხორციელდა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის საფუძველზეც საქართველოს 65 ცენტრალურ ბიბლიოთეკას, მათ შორის თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 450 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. ხობის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამართულ წიგნის ფესტივალზე ვაუჩერით სხვადასხვა დასახელების წიგნები შეიძინა. პროექტის მიზანია, ცენტრალურმა ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც. ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

2019-06-18
გიორგი კეკელიძემ ახალგაზრდებთან ლიტერატურაზე ისაუბრა
18 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე თორსა-დღვაბას სტუმრობდა. მწერალმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ლიტერატურის როლზე, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, განათლების და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი კეკელიძემ თორსა-დღვაბის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
შეხვედრას  საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.