✔ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ✔პროექტის შესაბამისად იცვლება კარ-ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, მოეწყობა პანდუსი. გარემონტდება ამბულატორიის ოთახები.
✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 31003 ლარს შეადგენს ✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
✔ამბულატორიის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო ✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.
Facebook
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
✔ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის, ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
✔სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო
✔ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული
✔პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 156322 ლარს შეადგენს
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.
Facebook
✔ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
✔ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო ✔პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 15451 ლარს შეადგენს
✔სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა
✔”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.
Facebook
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 15509 ლარს შეადგენს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება. ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის მიერ შერჩეული, 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.
Facebook
ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებს და კლუბის ადმინისტრაციას კლუბის ახალი მწვრთნელი - პაატა ბუკია წარუდგინეს. მერმა და მერის მოადგილემ ახალ მწვრთნელს და „კოლხეთის“ ფეხბურთელებს თანადგომა აღუთქვეს და წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვეს. პაატა ბუკია ხობის „კოლხეთის“ მწვრთნელად მიმდინარე წლის 22 ივლისს დაინიშნა.
facebook