Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2020-08-08
გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში პირველი მაისის გუნდი, ანგარიშით 4:2 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე ხეთის გუნდი გავიდა. ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
Facebook

2020-08-08
ხობში 8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. „8 აგვისტო, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. უთანასწორო ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. ეს, დღე განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ხობელებისთვის, რადგან აგვისტოს ომმა ცხრა რჩეული ხობელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ხობელი გმირების წინაშე“ - სიტყვით მიმართვისას აღნიშნა მერმა. მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ფოტო გამოფენა და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“ გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
Facebook