Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2020-08-12
,,ცოტნეობა" ხობში

12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტ სვიმეონთან (ცაკაშვილი) და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - თემაზე „ცოტნე დადიანის ეპოქა“ (მომხსენებლები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - რევაზ პაპუაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იგორ კეკელია და ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია). „ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუფეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიგა ბუკია და ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი ხასია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
Facebook