Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2020-08-18
ბავშვთა დახმარების რეგისტრაციაში მუნიციპალიტეტი ჩაერთვება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გათვალისწინებულ იქნა 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით. ფიზიკური პირებისთვის 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ხელშეწყობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობებიც ერთვებიან. იმ შემთხვევაში, თუ ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე (https://daxmareba.moh.gov.ge/) რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-3 სართული, ოთახი №304), ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელს. რეგისტრაციისთვის ხელშეწყობისა და დახმარებისთვის მოქალაქეს შეუძლია ასევე მიმართოს • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს; • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; • „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ელექტრონულ პორტალზე პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდგი ინფორმაცია: • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი; • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი; • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი; • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი; • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი) • ბავშვის პირადი ნომერი; • ბავშვის გვარი.

2020-08-18
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ ა(ა)იპ „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ წარმომადგენლებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედუარდ ფარცვანიამ მერს გააცნო პროექტი „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპენტეციებით“, რომლის მიზანია სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობა აქტიური მოქალაქეობის კომპენტენციების განვითარების გზით. პროექტი მოიცავს სამეგრელოს რეგიონს. ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის შესარჩევი კონკურსი დასკვნით ეტაპზე იმყოფება. შეხვედრაზე მერმა აღნიშნულ პროექტში მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოხატა.
facebook