Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2024-04-10
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ხობის მუნიციპალიტეტში შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციული ერთეული
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2024 წლის 25 აპრილი, 15:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტი, ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლის შენობა (მის.: ყულევი, იმედის ქუჩა N180)
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2024 წლის 1 აპრილს, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან, არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.