www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-14
14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა, კიდევ ორ ეროვნულ სიმბოლოსთან  გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. სახელმწიფო დროშის დღე კი პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. 

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგად ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სახელმწიფო დროშის დღე ხობის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა.  ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქალაქის ცენტალურ ქუჩაზეა  გამოფენილი.

Facebook