www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-28
,,აჭარატექსტილის" დამფუძნებელი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა
,აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ემალ ბილ გინ გულლუ ოღლუ, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. კომპანიის დამფუძნებელმა სამკერვალო ქარხანაში არსებულ სამუშაო გარემოზე, შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ვაკანსიებზე და დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
კომპანიამ ბიზნეს-პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“  ფარგლებში განახორციელა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპისბაზარზეხდება.
ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ "აჭარატექსტილის" მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით "Made in Georgia".
სამკერვალო ქარხანაში დასაქმების მსურველები უნდა მიბრძანდნენ ქალაქ ფოთში, მოწერელიას ქუჩაN31-ში ან დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 577 96 22 66, 599 06 02 27.