www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-01-09
ინფორმაცია საპროექტო წინადადების მიღებასთან დაკავშირებით

ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები.

ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 09 საათიდან 18 საათამდე ყოველდღე (გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა), 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:

სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. )

წყაროების მოპირკეთება

 სარწყავი სისტემები

 სანიაღვრე არხები

ნაპირსამაგრი სამუშაოები

გზები

 ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;

 გარე განათება

 სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

 სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

 ამბულატორიის შენობები

 კულტურის ობიექტები

სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი

სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით

წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

სასაფლაოს შემოღობვა

თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები.

საპროექტო წინადადების ფორმა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობებზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირების სია

ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი დასახლებების საერთო კრებების, კონსულტაციების და გამოყოფილი თანხის ზღვრული ოდენობის შესახებ.